ქცევის კოდექსი

ჩვენი მოთხოვნები ჩვენდამი, ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ.

ჩვენ თაობებიდან მოყოლებული ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. როგორც ჩვენი ეთიკური პოზიციის შემდგომი გამოხატულება, 2012 წელს მიღებული იქნა ქცევის კოდექსი. ეს ამყარებს ყოველდღიური საქმიანობისათვის სავალდებულო მორალურ ნორმებს და არეგულირებს თანამშრომლებთან, მიმწოდებლებთან, პარტნიორებთან და მომხმარებელთან ერთობლივი მუშაობის ძირითად პრონციპებს.

GW ვალდებულებას იღებს აწარმოოს კეთილსინდისიერი კონკურენცია, ასევე აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანისა და გარემოს მიმართ –  გმობს დისკრიმინაციასა და არასრულწლოვანთა შრომას, იბრძვის ადამიანის უფლებების დასაცავად და ატარებს შესაბამის ზომებს შრომის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიზნით. ეს და სხვა  GW-ს ქცევის კოდექსში დაწესებული პრინციპები გამოიყენება მსოფლიოში არსებულ ჩვენს ყველა ფილიალში, ღირებულებათა დაცვის კულტურის მაქსიმალურად მაღალი გათავისების მიზნით. ამასთან ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ უნარებზე, ძალასა და ადამიანების ძალისხმევას “ნარინჯისფერ სამყაროში”-“Do what is right and others will follow your example.” (Richard G. Scott). (“აკეთეთ ის რაც სწორია და სხვებიც მოგბაძავენ” - რიჩარდ გ. სკოტი).

GW-ს ქცევის კოდექსი