რას ვაფასებთ

 

თანამშრომლობა — იგრძენი ნარინჯისფერი

კომპანია Gebrüder Weiss დარჩება წარმატებული, თუ ყველა თანამშრომელი გაერთიანდება ერთი მიზნის გარშემო და აქტიურად დაუჭერს მხარს ერთმანეთს. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა სქესის ადამიანებს, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომდგენლებს და ასევე კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებს, ფილიალებს, ქვეყნებსა და ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლების ქსელებს შორის თანამშრომლობას მთელ მსოფლიოში.

ხარისხი — შესრულება ნარინჯისფერში

ჩვენი მომხმარებლებისთვის ჩვენ გამოვირჩევით ხარისხით და მაღალი დონის მომსახურებით. ამ ამბიციური პოზიციის შესანარჩუნებლად, ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი თანამშრომლებისგან მაღალი დონის პასუხისმგებლობას და ეფექტურობაზე ორიენტაციას. ამავე დროს, ხელმძღვანელების მუდმივი მხარდაჭერით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა თანამშრომლის უწყვეტ შემდგომ განვითარებას შესანიშნავი ტრეინინგების და კვალიფიკაციის ამაღლების გზით. ჩვენთვის, როგორც განმანათლებელი ორგანიზაციისთვის, გონებრივი მოქნილობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გეოგრაფიული.

დამოუკიდებლობა — იყავი ნარინჯისფერი

Gebrüder Weiss-ისთვის, როგორც საოჯახო კომპანიისთვის, დამოუკიდებლობა ყოველთვის წარმოადგენდა მთავარ ღირებულებას. იგი უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სივრცეს კრეატიული დიზაინისთვის. ჩვენ მოვითხოვთ პირად პასუხისმგებლობას ჩვენი თანამშრომლებისგან და ხელს ვუწყობთ მათ სიამოვნება მიიღონ თავიანთი საქმიანობისგან მოქმედებების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური თავისუფლების მეშვეობით. ჩვენი თანამშრომლები აჯილდოებენ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მათი ინდივიდუალობის განვითარებისკენ, უმაღლესი დონის პირადი ერთგულებით.