fashionet

პროფესიონალური ტექსტილის ლოგისტიკა, როგორც სტრატეგიული კონკურენციის ფაქტორი.

მოდის სამყარო უკვე დიდი ხანია აღარ ბრუნავს მხოლოდ ისეთი მეტროპოლების ირგვლივ, როგორიცაა ნიუ-იორკი, პარიზი, და მილანი.  FASHIONET -ი მხარში უდგას ტექსტილის გადამზიდავ სახელოვან კომპანიებს, რომლებიც გაერთიანდნენ ლოგისტიკისა და დისტრიბუციის ფართო ევროპულ ქსელში. მიზანი: მთელი ევროპის მასშტაბით შესთავაზონ ჩვენს მომხმარებელს ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები ტექსტილის ბიზნესში და მიაწოდონ უახლესი მოდელები გზების, ლიანდაგების თუ თვითმფრინავის საშუალებით ევროპის ნებისმიერ კუთხეში ისე, როგორც ეს კაბებს ყველაზე მეტად უყვართ – დაკიდული ფორმით.

ევროპის მასშტაბით არსებული მრავალი მიმღები და გამგზავნი პუნქტის საშუალებით,  FASHIONET-ი გთავაზობთ  ტექსტილის ლოგისტიკის მძლავრ პაკეტებს – იმპორტიორებისათვის, ექსპორტიორებისათვის, მწარმოებლებისათვის, საცალო თუ ბითუმად მოვაჭრეებისათვის. შეთავაზებას აგვირგვინებს ჩვენი პარტნიორების დამატებითი მომსახურების მრავალსახეობა: თქვენი ტანსაცმლის დროებით დასაწყობება, ეტიკეტირება, დაკომპლექტება, შეფუთვა და  სარეალიზაციოდ გამზადება  

FASHIONET-ი გთავაზობთ მომსახურების ისეთ ხარისხს, რომელიც აწესებს ახალ სტანდარტებს.

დამატებითი ინფორმაცია FASHIONET-ის ვებ-გვერდზე