მმართველი საბჭო

იცხოვრე პასუხისმგებლობით. დასახე მომავალი

მაგ. ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)

მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი Berndorf AG-ის დირექტორთა საბჭოს თანაშემწედ და აშშ-ში სტარტაპ კომპანიის მართველობაში მუშაობდა. სწავლის დასრულების შემდეგ, სანამ 2003 წელს, Gebrüder Weiss-ის მართვას შეუდგებოდა, მან ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის კვალიფიკაციით (MBA) სასწავლო კურსი გაიარა INSEAD-ში. იგი 2005 წელს დირექტორთა საბჭოში ფინანსური, სამართლის, ინვესტიციებისა , გაერთიანებისა და შენაძენების მიმართულებების ხელმძღვანელად დაინიშნა. 2012-დან 2018 წლამდე, იგი Zentralverband Spedition & Logistik-ის, ტვირთის ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ავსტრიული ასოციაციისპრეზიდენტი იყო. 2019 წლის 1 იანვრიდან, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი და სახმელეთო ტრანსპორტზე და გაყიდვებზე პასუხისმგებელი პირია.

 

მაგისტრი პეტერ კლოიბერი

მმართველი საბჭოს წევრი

ინსბრუკის უნივერსიტეტში ბიზნესის კურსის დამთავრებისა და ასისტენტად მუშაობის შემდეგ პეტერ კლოიბერმა 1990 წელს მუშაობა დაიწყო  Gebrüder Weiss-ის კორპორატიული და კადრების განვითარების დეპარტამენტში. 1997 წლიდან პეტერ კლოიბელი ირიცხება მმართველი საბჭოს წევრად. მის პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს ამანათების მომსახურება (GWP, DPD Austria; primetime, Fashionet), ლოგისტიკის განვითარება, ახალი ბიზნესი  (x|vise, dicall),  IT- სერვისი, კადრების განვითარება, ასევე მარკეტინგი და კომუნიკაცია. 

 

დიპლ. ბაკალავრი იურგენ ბაუერი, MBA (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი)

საბჭოს წევრი

იურგენ ბაუერმა კარიერა Gebrüder Weiss-თან ერთად 1991 წელს დაიწყო. 2002-დან 2008 წლამდე, იგი ფილიალის მმართველი იყო ვენაში. 2008 წელს, ბიზნესის მართვის ბაკალავრის კვალიფიკაციით, იგი აღმოსავლეთის რეგიონულ მმართველად დაინიშნა და 2009 წელს ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის სამაგისტრო პროგრამაც გაიარა. 2019 წლიდან იურგენ ბაუერი დირექტორთა საბჭოში ევროპის სახმელეთო ტრანსპორტის, შრომის, ჯანმრთელობის, გარემოსა და ხარისხის უზრუნველყოფის (HSEQ), საბაჟოს და შესყიდვების მმართველი დირექტორია.

 

დოქტორ ლოთარ თომა

მმართველი საბჭოს წევრი

ლოთარ თომა არის „Gebrüder Weiss“-ის მმართველთა საბჭოს წევრი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სადაც ის საჰაერო და საზღვაო განყოფილებას ხელმძღვანელობს. ფრაიბურგში ბიზნესის შესწავლის დასრულების შემდეგ ლოთარ თომამ მოიპოვა დოქტორის ხარისხი. სადოქტორო თემამ, რომლის საგანი იყო „ქალაქის ლოჯისტიკა“, მას წარჩინებულის დიპლომი მოუტანა. შემდეგ, ეს წარმოშობით ბადენ-ვუტერბეგელი ადამიანი მუშაობდა მთელ რიგ სატრანსპორტო-ექსპედიტორულ და ლოჯისტიკურ კომპანიაში, ყველაზე ბოლოს კი შვეიცარული ლოგისტიკური კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს.