კარიერა GW-ში

ზრდის შანსი Gebrüder Weiss-ის “ნარინჯისფერ სამყაროში”

უწყვეტობის მცნება,  ოჯახური კომპანია Gebrüder Weiss-ის წარმატების ერთ-ერთი  საიდუმლოა. იმისათვის, რომ ეს საიდუმლო მომავალშიც გარანტირებული იყოს, ნარინჯისფერი ორგანიზაცია უმეტესწილად თვითონ ზრუნავს თავისი მმართველი ლიდერების გამოზრდაზე. პრაქტიკანტით დაწყებული გადაწყვეტილებების მიმღები პირით დამთავრებული: Gebrüder Weiss-ში კარიერულ წინსვლას  აქტიურად უჭერენ მხარს. 

ჩვენთან გზა ხსნილია ახალ კურსდამთავრებულებისა და  განსაკუთრებული უნარების მქონე   არასპეციალისტებისათვისაც, რომლებიც იდეებით, კომპეტენციითა და მისწრაფებებით მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ  Gebrüder Weiss-ის წარმატებაში. ჩვენი იერარქიული სიბრტყეები საკმარისად ღიაა თქვენი პირადი განვითარებისა და პროფესიული რეალიზების თვალსაზრისით, ასევე თქვენი პიროვნული უნარებისა და ინტერესების გამოვლენის შესაძლებლობებისათვის. ამისათვის საფუძველს ქმნის ფუნდამენტური ცოდნა, სპეციალური სტაჟირების პროგრამა, ან გადანაცვლება თქვენი წინა პროფესიიდან გამომდინარე.