პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია

სწავლა უკეთესი მომავლისთვის

ჩვენი მომსახურე პერსონალი ჩვენი უდიდესი პოტენციალია. ამიტომაც სიამოვნებით ვდებთ ინვესტიციებს ჩვენი საერთაშორისო გუნდის პროფესიულ განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

პროფესიული განათლების მიღება Gebrüder Weiss-ში, არის ფუნდამენტური და მრავალმხრივი პროფესიული კვალიფიკაციის გარანტი. ის ამავე დროს არის გლობალურად მომუშავე ლოგისტიკური და სატრანსპორტო კომპანიის დინამიურად მზარდ სამყაროში შესვლის ბილეთი.

გარდა ამისა, ჩვენს თანამშრომლებს კარიერის ასამაღლებლად შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთდროულად  რამდენიმე საწარმოს შიდა პროფესიული განათლების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამაში  და დასახონ ძირითადი პრინციპები ნარინჯისფერ სამყაროში. სპეციალურად ახალ კურსდამთავრებულთათვის და მაღალი პოტენციალის მქონე პირთათვის,  Gebrüder Weiss-მა შეიმუშავა პრაქტიკისა და პოტენციური განვითარების პროგრამა “ნარინჯისფერი მომავალი”.

ერთწლიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კომპანიაში არსებულ არაერთ პოზიციას და ასე განივითარებენ უნარების ფართო სპექტრს. ამ გზით ისინი მომზადებული შეხვდებიან ყველა სახის საპასუხისმგებლო ამოცანას.