2022 წლის ფინანსური ანგარიში: Gebrüder Weiss აგრძელებს ზრდას

March 14, 2023 |

ლოჯისტიკური კომპანია ზრდის მოგებას 18 პროცენტით და აფართოებს თავის პოზიციებს ძირითად ბაზრებზე / 67 მილიონი ევრო ინვესტირებულია ქსელის გაფართოებასა და დიჯიტალიზაციაზე / დამატებით მოქმედებები კლიმატური ნეიტრალიტეტის მიმართულებით.

საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss გასულ ფინანსურ წელს მიაღწია წმინდა ბრუნვას 3,01 მილიარდი ევროს ოდენობით. რაც გასულ წელთან შედარებით 18 პროცენტიან ზრდას ნიშნავს (2021 წ.: 2,54 მლრდ. ევრო). და ეფუძნება ბოლო წლების პოზიტიურ ტენდენციას. „ჩვენ შევძელით ჩვენი სტრატეგიული მიზნების დაცვა და წინსვლა რთულ გარემოში. ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პოზიციები ძირითად ბაზრებზე: ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, აშშ-სა და აზიაში, ხოლო 2030 წლისთვის დიგიტალიზაციასა და კლიმატის ნეიტრალიტეტზე ფოკუსირებით მივიწევთ წინ. ხელსაყრელი შედეგები ბიზნეს ყველა სფეროში გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ სოლიდური, მომავალზე ორიენტირებული კომპანია“, - ამბობს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი, Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. ასევე გაიზარდა კაპიტალის კოეფიციენტი და აღდგა წინა დონემდე, 60 პროცენტი (2021: 57 პროცენტი); ეს ზრდა ხაზს უსვამს კომპანიის სიმტკიცეს და მეტყველებს იმაზე, რომ Gebrüder Weiss სთავაზობს თავის დასაქმებულებს უსაფრთხო სამუშაო ადგილებს.

სახმელეთო ტრანსპორტის სეგმენტში შემოსავალმა შეადგინა 1,479 მილიონი ევრო და გაიზარდა 16 პროცენტით (2021 წ.: 1,277 მლნ ევრო) სახლში მიწოდების სეგმენტმა შეინარჩუნა მაჩვენებლები წინა წლის დონეზე, ავსტრიასა და აღმოსავლეთ ევროპაში სახლებში მიწოდებული იყო დაახლოებით 1,53 მილიონი ამანათი (2021 წ.: 1,58 მლნ ამანათი). ამგვარად, კომპანია Gebrüder Weiss-მა ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერის სახით თავისი პოზიცია გაამყარა. საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების სეგმენტში შევძელით მნიშვნელოვანი მოგების მიღწევას, აქ წელი 1,272 მილიონი ევროს მოგებით და მოგების 24 პროცენტიანი ზრდით დასრულდა (2021 წ.: 1,024 მლნ ევრო) ეს ზრდა დიდწილად

განაპირობა  საზღვაო და ავიაკომპანიების მაღალმა საფრახტო ტარიფებმა. კომპანია DPD-ის (ავსტრია) მეშვეობით გაგზავნილი ამანათების რაოდენობა, რომლის თანამფლობელია Gebrüder Weiss-ის საკურიერო სამსახური, თითქმის უცვლელი დარჩა: გასულ წელს 66 მილიონი ამანათი იყო გადაზიდული (2021 წ.: 66,5 მლნ).

საერთაშორისო ქსელის გაფართოება
მიუხედავად 2022 წლის ეკონომიკური გამოწვევებისა, რომელიც გამოწვეული იყო უკრაინის ომით, ენერგეტიკული საკითხებით და მზარდი ინფლაციით, Gebrüder Weiss-ი აგრძელებდა თავის საინვესტიციო სტრატეგიას. საერთო ჯამში 67 მილიონი ევრო იყო მიმართული საკუთარი ქსელის კონსოლიდაციისა და საერთაშორისო ფილიალების და სერვისების გაფართოებისთვის. კომპანიამ ყურადღება გაამახვილა გერმანიაზე, უნგრეთზე, რუმინეთსა და აშშ-ზე, ასევე თურქეთსა და საქართველოზე.  ბოლო ორი ქვეყანა შუა დერეფნის მთავარი რგოლია, რომლის მეშვეობითაც ლოჯისტიკურმა კომპანიამ სერვისები ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში გააფართოვა.

გერმანიის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ბაზარზე, კომპანია Gebrüder Weiss-მა შეძლო საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თავისი პოზიციების გამყარება. სამხრეთ გერმანიაში კომპანიამ დაასრულა ბავარიული კომპანია Spedition Lode-ის რეორგანიზაცია კომპანია Gebrüder Weiss Waldkraiburg-ად. დაგეგმილია სამხრეთ გერმანიის სახმელეთო სატრანსპორტო ქსელის შემდგომი გაფართოება, 2023 წლის დასაწყისში ქ. ბადენ-ვიურტემბერგში კომპანია Spedition Rentschler-ის შეძენასთან ერთად, პირველი მიზნები უკვე დასახულია. ქსელის გაფართოებასთან ერთად გაიზარდა თანამშრომელთა რაოდენობაც: ის გაიზარდა ექვსი პროცენტით და მიაღწია დაახლოებით 8400 თანამშრომელს (2021 წ.: 7900).

კვლავ ყურადღების ცენტრშია: დიჯიტალიზაცია და მდგრადი განვითარება
2022 წელს კომპანიამ ასევე შეინარჩუნა დიჯიტალიზაციის სტრატეგია „საუკეთესო ორივე სამყაროდან“, რომელშიც კომპანია Gebrüder Weiss გულისხმობს სამუშაო და ციფრული კომპეტენციების კომბინაციას. ეს მოიცავდა ციფრული სერვისის პორტალ myGW-ის გავრცელების შემდეგ ეტაპს, რომელიც რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას

მომხმარებელთა ტვირთის ზუსტი ადგილსამყოფელის შესახებ - რითაც უზრუნველყოფს მთელი მიწოდების ჯაჭვის ოპტიმალურ გამჭვირვალობას. ”ჩვენი მიზანია მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო გადაწყვეტილებები მათი მიწოდების ჯაჭვებისთვის და ამასთან შევინარჩუნოთ რაც შეიძლება დაბალი ზემოქმედება გარემოზე. ამ მიზნით, ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენს ლოჯისტიკურ ტერმინალებსა და ციფრულ მოწყობილობებში, ამავდროულად ვამზადებთ ჩვენს პერსონალს და ვახდენთ  ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის იდენთიფიცირებას“, - განმარტავს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი.

მდგრადი განვითარების მიზნების მხარდამჭერის აღიარება და მთელ მსოფლიოში კლიმატის დაცვაში წვლილის შეტანის სურვილი წერილობით დაფიქსირდა ლოჯისტიკური კომპანია Gebrüder Weiss-ის მიერ თავის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2022 წელს. 2030 წლისთვის ჩვენი საკუთარი ლოჯისტიკური სისტემები კლიმატისთვის ნეიტრალური უნდა გახდეს. ამისთვის კომპანია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს განახლებადი ენერგიის წყაროებს. გასულ წელს გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის ფილიალებში ოთხი ახალი ფოტოელექტრული სისტემა დამონტაჟდა. ამგვარად, საერთო ჯამში მოცემული მომენტისთვის უკვე ფუნქციონირებს 22 ასეთი სისტემა, რომლებიც ყოველწლიურად CO2-ის გამოყოფას 1,110 ტონით ამცირებს. 2023 წელს ამ ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოება უნდა გაგრძელდეს.

ასევე იყო განვითარება ალტერნატიული გადაადგილების სფეროში: წყალბადის საკუთარი სატვირთო მანქანის შორ მანძილზე წარმატებით ტესტირების შემდეგ, კომპანია Gebrüder Weiss განაგრძობს ინვესტირებას ამ ტექნოლოგიაში: 2023 წელს გერმანიაში ხუთი ახალი წყალბადის სატვირთო მანქანა შევა ექსპლუატაციაში. გარდა ამისა, იგეგმება ავსტრიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ურბანული ტრანსპორტის ელექტროფურგონების რაოდენობის შემდგომი ზრდა.

2023 წელს კომპანია Gebrüder Weiss ელოდება ლოჯისტიკური ბიზნესის ნორმალიზებას. მოცემულ მომენტში ამანათების რაოდენობა ოდნავ შემცირდა, ხოლო საჰაერო და საზღვაო გადაზიდვების სეგმენტში ტარიფები კვლავ შემცირდა დაახლოებით 2019 წლის დონემდე. ამის გათვალისწინებით, ასევე მოსალოდნელია ბრუნვის უარყოფით დინამიკა. ზოგადმა გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ შესაძლოა დამატებითი გართულებები შექმნას. ვოლფრამ

ზენგერ-ვაისი: „პანდემიამ დაამტკიცა, რამდენად პროდუქტიულია ლოჯისტიკა და რამდენად სწრაფად შეუძლია მას რეაგირება ცვალებად გარე პირობებზე. კომპანი Gebrüder Weiss-მა შეძლო სოლიდური ფინანსური საფუძვლის გამყარება და განაგრძობს ინოვაციების დანერგვის ფორსირებას. ამავდროულად, ჩვენ ახლოს ვართ ჩვენს მომხმარებლებთან და ვქმნით შესაბამის ციფრულ სერვისებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემით და შეშფოთებით ვხვდებით აქტუალურ ეკონომიკურ პროგნოზს, მაღალ ინფლაციას და უკრაინის ომს. როგორც ძლიერი კომპანია, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვინარჩუნებთ თავდაჯერებულობას”.

Your press contact

Merlin Herrmann

Merlin Herrmann

Gebrüder Weiss Ges.m.b.H.
Bundesstraße 110
A 6923 Lauterach

T +43.5574.696.2169

Contact me