შიდა წყლებით ტრანსპორტირება მდინარე იანძიზე

ჩვენი პროფესიონალი ჯგუფის მიერ ადგილზე იქნა მოგვარებული 2.000 კუბური მეტრი ქარხნის აღჭურვილობის გადატანა ჩინეთის აღმოსავლეთში მდებარე შანხაიდან,   მდინარე იანძიზე  2.000 კმ-ის მანძილზე ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ლუშანში. გადაზიდული ტვირთის ერთ-ერთი ნაწილი იყო 7,5 მ. სიგანის. 

>> დაბრუნება ზოგად მიმოხილვაზე

მდინარე იანძი ცენტრალური და დასავლეთ ჩინეთის სიღრმეში მიიჩნევა, როგორც უმნიშვნელოვანეს და ამავდროულად ძალზე რთულ სატრანსპორტო კორიდორად. აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უპირველესად ისეთ სერვისს, როგორიცაა რეალიზაციის ანალიზი, მარშრუტის გადამოწმება და უმცირეს დეტალებში დაგეგმვა. ჩინეთის სამდინარო ტრანსპორტში ჩვენი უდიდესი გამოცდილებით და პროექტისა და განსაკუთრებული ტვირთების სფეროში სერვისის ფართო სპექტრით, ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ყველა გამოწვევას და ნებისმიერი სატრანსპორტო დავალებისათვის ვიპოვით ოპტიმალურ გამოსავალს.

მდინარის გარშემო მდებარე რეგიონი გამოიმუშავებს ჩინეთის ერთიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს - ეკონომიკის უწყვეტი ზრდის პროგნოზი  დადებითია. უპირველეს ყოვლისა ცენტრალურ და დასავლეთ ჩინეთის სიღრმის რეგიონები თავისი საავტომობილო და ინდუსტრიული ცენტრებით, ითვლება ნამდვილ აღმავალ რეგიონად. იმ დროს, როცა ქვეყნის ინფრასტრუქტურა ხმელეთზე მუდმივად ფართოვდება, მდინარე იანძი კვლავ რჩება მიმოსვლის მთავარ არტერიად და ეკონომიკური ზრდის ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. 

შიდა წყლებით ტრანსპორტირების სფეროში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით  და ადგილზე განსაკუთრებული ნოუ-ჰაუ-თი, ჩვენ აღჭურვილი ვართ ნებისმიერი გამოწვევისათვის – წყლის სიღრმეების ცვალებადობა, პრობლემები გვალვის პერიოდში, რანჯირებისათვის ადგილის სიმცირიდან დაწყებული მდინარეზე ოკეანის გემების შეზღუდულ მოძრაობამდე, ჩვენი მომხმარებლისათვის ჩვენ გადავლახავთ მდინარე იანძიზე  ყველა სიძნელეს პროფესიონალურად და ეფექტურად!