Gebrüder Weiss-ის მესამე გაფართოება საქართველოში

November 27, 2023 |

Gebrüder Weiss პასუხობს კავკასიის რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სერვისებზე მზარდ მოთხოვნას და კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად აფართოებს მის თანამედროვე ლოგისტიკურ ტერმინალს თბილისში. 

Gebrüder Weiss იწყებს თბილისში, საქართველოში, არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას. თერთმეტი წლის წინ თბილისში ლოგისტიკური ტერმინალის დაარსების დღიდან, ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საქონლის ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ჰაბად იქცა. სამრეწველო და ინფრასტრუქტურული სექტორები კავკასიის რეგიონში 2010-იანებში უკვე სტაბილურად ვითარდებოდა, თუმცა საქონლის იმპორტი და ექსპორტი კიდევ უფრო მკვეთრად გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში - როგორც ევროკავშირის, საქართველოს მეზობელი ქვეყნების - სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, აგრეთვე, ცენტრალური აზიის მიმართულებითაც. შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა სატრანსპორტო მარშრუტებზე, სასაწყობე შესაძლებლობებსა (ინფრასტრუქტურასა) და ლოგისტიკურ სერვისებზე. ამ ეკონომიკური განვითარების საპასუხოდ, Gebrüder Weiss საქართველომ გაზარდა ლოჯისტიკური ფართი 13000 კვადრატულ მეტრზე მეტით, რომელიც მოიცავს სასაწყობე ფართსა და პარკინგს, და რომელიც დაემატება არსებულ 37000 კვადრატული მეტრ ლოგისტიკურ ფართობს. მშენებლობის დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

„ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან საქართველოში ჩვენი სერვისების განვითარების გაგრძელება გვაქვს დაგეგმილი. დამატებითი ლოგისტიკური ფართობი საშუალებას მოგვცემს მზარდი ბიზნეს მოცულობები სწრაფად და მოქნილად ვმართოთ, და უზრუნველვყოთ მომხმარებლის კმაყოფილება“, განმარტავს ალექსანდრე ხარლამოვი, Gebrüder Weiss  საქართველოს გენერალური დირექტორი . „ამასთან ერთად, აღნიშნული გაფართოებით ჩვენ ვგეგმავთ გავზარდოთ ყაზახეთთან თანამშრომლობა, ყურადღება გავამახვილოთ საქართველოს რეგიონალური ჰაბის როლზე და საერთაშორისო საკვანძო კლიენტებზე “, ამატებს ტომას მოზერი, Gebrüder Weiss-ის შავი ზღვის / დსთ-ს რეგიოინალური მენეჯერი. სულ ახლახანს, Gebrüder Weiss-მა დანერგა რეგულარული ნაკრები ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირების მომსახურება თბილისსა და ალმათის (ყაზახეთი) შორის, რაც საქართველოს მეშვეობით ცენტრალურ აზიას უფრო მჭიდროდ აკავშირებს Gebrüder Weiss-ის ერთიან ევროპულ სატვირთო ქსელთან, რაც თავის მხრივ მომხმარებელს სთავაზობს საჰაერო გადაზიდვის ალტერნატიულ საშუალებას.

Gebrüder Weiss-მა ადრეულად აღიარა კავკასიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და გეოსტრატეგიული მნიშვნელობა, და ამ რეგიონში უკვე განახორციელა ინვესტიციები, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა: დღესდღეისობით, ტექსტილის, საყოფაცხოვრებო საქონლის, მაღალტექნოლოგიური და საავტომობილო მრეწველობის მრავალი დიდი მომხმარებელი ეყრდნობა ავსტრიული ლოგისტიკური კომპანიის სწრაფ და საიმედო სერვისებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Gebrüder Weiss-მა დაახლოებით 130,000 ტვირთი, ჯამური წონით 470,000 ტონა გადაზიდა.

Your press contact

Merlin Herrmann

Merlin Herrmann

Gebrüder Weiss Ges.m.b.H.
Bundesstraße 110
A 6923 Lauterach

T +43.5574.696.2169

Contact me