არაგაბარიტული ჰერმეტული კონტეინერები სასუქის ქარხნისთვის

ერთერთი ცნობილი ავსტრიული ქარხნების საპროექტო-სამშენებლო კომპანიის დაკვეთით Gebruder Weiss–მა განახორციელა ოთხი არაგაბარიტული, მაღალწონიანი ერთეულის ტრანსპორტირება ლინციდან (ავსტრია), ხინგანგამდე (ჩინეთი). ჰერმეტული კონტეინერები იწონიდნენ 81, 177, 245 და 253 ტონას, ამასთან ყველაზე დიდი ერთეული სიგრძით 26.5 მეტრს აღწევდა.

ლინცის სამდინარო პორტიდან რაინი-მანი-დუნაის სანავოსნო მარშრუტით ტვირთი გაემგზავრა ანტვერპენში, სადაც განხორციელდა მისი გადატვირთვა ოკეანის ლაინერზე Rickmers Seoul.

>> დაბრუნება ზოგად მიმოხილვაზე