მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი

ღირებულების წარმოქმნა გაერთიანებული კომპეტენციისა და უწყვეტი პროცესების ჯაჭვის საშუალებით.

ტვირთის მოძიება, დასაწყობება, ტრანსპორტი, დისტრიბუცია და მონაცემთა ნაკადი. მხოლოდ მაშინ, თუ ყველა სფეროში ასპროცენტიანი სიზუსტე და საიმედოობა მიიღწევა, მაშინ იქცევა ლოგისტიკა იმად, რაც სინამდვილეში უნდა იყოს – შეუფერხებლად მომუშავე ქსელად. 

ერთი ხელიდან ეფექტური სტრატეგიითა და მომსახურებით დახმარებას ვუწევთ ჩვენი მომხმარებელის მთლიან ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვს, ამგვარად  ვქმნით  ბაზარზე რენტაბელური და მდგრადი ბიზნესის წარმოების  ერთგვარ საფუძველს. ჩვენი ექსპერტები პროფესიონალური ანალიზისა და ზუსტი დაგეგმარების საშუალებით წყვეტენ მიწოდების ჯაჭვის ყველა საკითხს  მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების შესასრულებლად, რომლებიც ზუსტი მართვის საშუალებით ეფექტურად იქნება განხორციელებული. 

ჩვენ ვახდენთ თქვენი მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, თუმცა თქვენ ინარჩუნებთ კონტროლს. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ვქმნით მიწოდების ჯაჭვის საკმაოდ გამჭვირვალე მენეჯმენტს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში თქვენ პირადად მხარში გედგებათ საკონტაქტო პირი ცენტრალური პუნქტიდან. 

  • ხარისხისა და ეფექტურობის მაღალი მოთხოვნა ასახავს ჩვენს თანამშრომლობას.

    ოლივერ ბინდერი, „R & D“-ს დირექტორი

    წაიკითხეთ კომენტარები

360° Logistics