შანხაი / თბილისი / ლაუტერახი, 2 მარტი, 2026 წელი. „გებრიუდერ ვაისი“ (Gebrüder Weiss) ჩინეთსა და საქართველოს შორის გადაზიდვების სერვისებს აფართოებს. თბილისის მიმართულებით ნაკრები ტვირთების გადაზიდვა რეგულარულად, კვირაში ერთხელ განხორციელდება. აღნიშნული სერვისი იდეალური გადაწყვეტაა სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ბიზნესებისთვის, რომლებსაც ჩინეთიდან ისეთი პროდუქციის რეგულარული მოწოდება სჭირდებათ, როგორიცაა ელექტროტექნიკა, სამომხმარებლო საქონელი ან მანქანა-დანადგარების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილები.
ტვირთების აღება ხორციელდება მთელი ჩინეთის მასშტაბით, რის შემდეგაც მათი კონსოლიდაცია აღმოსავლეთით შანხაიდან, დასავლეთით ურუმჩიმდე არსებულ „გებრიუდერ ვაისის“ ლოგისტიკურ ცენტრებში ხორციელდება. კონსოლიდირებული ტვირთების გადაზიდვა სახმელეთო გზით ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრამდე, ხორგოსის საბაჟო პუნქტამდე ხორციელდება საიდანაც მარშრუტი უკვე ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორანით) და აზერბაიჯანის გავლით, თბილისის ლოგისტიკურ ცენტრამდე გრძელდება. ხორგოსიდან თბილისამდე მონაკვეთის სატრანზიტიო დრო საშუალოდ 22-25 დღეს შეადგენს.
„კავკასიის რეგიონი ბოლო წლებში ჩინური საქონლის იმპორტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბაზარია. ჩვენი ყოველკვირეული კონსოლიდირებული სერვისით მომხმარებლებს დამატებით სატრანსპორტო ალტერნატივას ვთავაზობთ,“ აცხადებს თომას მოზერი, დირექტორი და შავი ზღვის/CIS რეგიონალური მენეჯერი. „სახმელეთო მიმართულება უზრუნველყოფს საზღვაო გადაზიდვებთან შედარებით უფრო მოკლე სატრანზიტო დროს, სარკინიგზოს გადაზიდვაზე მეტ მოქნილობას, ხოლო საჰაერო გადაზიდვებთან შედარებით — მნიშვნელოვნად დაბალ ხარჯებს.“
ოპტიმალური გადაწყვეტა მცირე მოცულობის ტვირთებისთვის
ახალი სერვისი მორგებულია უშუალოდ მცირე ზომის ტვირთებზე. ის საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ სხვადასხვა მომხმარებლის ტვირთების კონსოლიდაცია ჩინეთში და შემდეგმათი ერთობლივი ტრანსპორტირება, რაც უზრუნველყოფს მცირე ტვირთების გადაზიდვას ოპტიმალური ხარჯით
„ჩვენ ვთავაზობთ ტვირთის აღებას ჩინეთის მასშტაბით და მათ კონსოლიდაციას ვახდენთ ჩვენს მთავარ ლოგისტიკურ ცენტრებში — შანხაიში, შენჟენში, სუზოუში და ურუმჩიში,“ აცხადებს იონგცუან ჩენი, “გებრიუდერ ვაის” ჩინეთის გენერალური მენეჯერი. „თბილისისკენ ყოველკვირეული სახმელეთო გადაზიდვით, რომელის სიხშირის ზრდა მოთხოვნის ზრდასთან ერთად იგეგმება, ჩვენ ექსპორტიორებს ვთავაზობთ საიმედო და კონკურენტულ სერვისს კავკასიის მიმართულებით.“
თბილისის ლოგისტიკურ ტერმინალიდან, რომელიც 2024 წელს უკვე მესამედ გაფართოვდა, ხდება ტვირთების დისტრიბუცია როგორც მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, სომხეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისი საბაჟო მომსახურებების ჩათვლით.
“მრავალი კომპანია უპირველეს რიგში ეძებს სტაბილურ სატრანზიტო დროსა და პროგნოზირებად ხარჯებს,“ — აღნიშნავს ალექსანდრე ხარლამოვი, „გებრიუდერ ვაისის“ (Gebrüder Weiss) გენერალური დირექტორი საქართველოში. „ჩვენი ნაკრები ტვირთების სერვისი მომხმარებელს სთავაზობს საიმედო გადაწყვეტას, რომელიც არ არის დამოკიდებული სარკინიგზო განრიგებსა თუ ვაგონების რესურსზე“.
ცენტრალური აზიის სავაჭრო დერეფნის გაძლიერება
ამ ახალი მიმართულებით „გებრიუდერ ვაისი“ აგრძელებს საქმიანობის გაფართოებას ე.წ. „შუა დერეფნის“ ირგვლივ — რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი საკვანძო სავაჭრო მარშრუტია. ჩვენი მიზანია, მზარდ ბაზრებზე მოქმედ ბიზნესებს შევთავაზოთ დამატებითი სატრანსპორტო შესაძლებლობები და მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაცია.
ჩინეთსა და საქართველოში არსებული ფილიალების გარდა, „გებრიუდერ ვაისი“ წარმოდგენილია სომხეთში, ყაზახეთში, თურქეთსა და უზბეკეთში.
Gebrüder Weiss-ის შესახებ
ლაუტერახში, ავსტრიაში მდებარე Gebrüder Weiss Holding AG, გლობალურად მომუშავე სრული ლოგისტიკური სერვისების მომწოდებელი კომპანიაა, რომელშიც დასაქმებულია დაახლოებით 8,600 თანამშრომლი, კომპანიის საკუთრებაში არსებულ 180 ლოკაციაზე მსოფლიოში. 2024 წელს კომპანიამ 2.71 მილიარდი ევროს ბრუნვა დააფიქსირა. კომპანიის მომსახურების პორტფელი მოიცავს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, ციფრულ სერვისებსა და მიწოდების ჯაჭვის მართვას. ოჯახური ბიზნესი, რომლის ისტორია ხუთ საუკუნეზე მეტს ითვლის, აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ინიციატივებს და ის აგრეთვე მიჩნეულია პიონერად მდგრად ბიზნეს-პრაქტიკებში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Gebrüder Weiss Corporate Communication
Merlin Herrmann
pressgw-world.com
Bundesstraße 110, 6923 Lauterach, Austria
T +43.5574.696.2169
F +43.5.9006.2173