ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი Berndorf AG-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარის ასისტენტად მუშაობდა და აშშ-ში დამწყები კომპანიის ხელმძღვანელობაში შედიოდა. INSEAD-ის ასპირანტურის დასრულების და MBA-ის ხარისხის მიღების შემდეგ, 2003 წელს მან Gebrüder Weiss-ის კორპორატიული კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. 2005 წელს იგი მმართველი საბჭოს წევრად დაინიშნა, სადაც ფინანსების, სამართლის, ინვესტიციების, შერწყმისა და შთანთქმის მიმართულებებზეა პასუხისმგებელი. 2012-2018 წლებში ის ავსტრიის სატვირთო გადაზიდვებისა და ლოგისტიკის ასოციაციის Zentralverband Spedition & Logistik-ის პრეზიდენტი იყო. 2019 წლის 1 იანვრიდან ვოლფრამ ზენგერ-ვაისი არის Gebrüder Weiss-ის აღმასრულებელი დირექტორი და ასევე დიჯიტალიზაციაზე, ფინანსებზე, კორპორატიულ მმართველობაზე, უძრავ ქონებაზე და შავი ზღვის/დსთ-ის რეგიონზეა პასუხისმგებელი.
იურგენ ბაუერმა კარიერა Gebrüder Weiss-ში 1991 წელს დაიწყო. 2002-2008 წლებში ვენის ფილიალს ხელმძღვანელობდა. 2008 წელს ბიზნესის მართვის (BA) ფაკულტეტის კურსდამთავრებული აღმოსავლეთის რეგიონულ მენეჯერად დაინიშნა და ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტში MBA ხარისხი მიიღო. 2019 წლიდან იურგენ ბაუერი არის მმართველი საბჭოს წევრი და პასუხისმგებელია სახმელეთო ტრანსპორტზე ევროპაში, საბაჟოზე, შესყიდვებზე, ლოგისტიკასა და Xvise-ზე (ლოგისტიკური კონსულტაცია).
ლოთარ თომა Gebrüder Weiss-ის მმართველი საბჭოს წევრია 2020 წლის 1 იანვრიდან. ის ხელმძღვანელობს საჰაერო და საზღვაო მიმართულებებს, ასევე არის პასუხისმგებელი ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებაზე. ფრაიბურგში (გერმანია) ბიზნესის სპეციალობაზე სწავლის დასრულების შემდეგ ლოთარ ტომამ იქვე დოქტორის ხარისხი მიიღო. მისმა დისერტაციამ თემაზე „ქალაქის ლოგისტიკა“ მას „magna cum laude“ ჯილდო მოუტანა. შემდგომში ბადენ-ვიურტემბერგის მკვიდრი არაერთ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიაში მუშაობდა, ხოლო ბოლო დროს, მსოფლიო ბაზარზე მომუშავე შვეიცარიული ლოგისტიკური კომპანიის აღმასრულებელ დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
პეტერ შაფლაიტნერმა კარიერა Gebrüder Weiss-ში 1989 წელს დაიწყო. 2017 წლიდან იყო დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი ცენტრალური რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს ზალცბურგს, კარინთიას, ზედა ავსტრიასა და ჩეხეთს. 2024 წლიდან გახდა სახმელეთო ტრანსპორტის პროდუქტის მენეჯმენტის ხელმძღვანელი. 2025 წლის 1 ივლისს დაინიშნა მმართველი საბჭოს წევრად. ის პასუხისმგებელია სახმელეთო ტრანსპორტის პროექტების მენეჯმენტზე, გაყიდვებზე, მარკეტინგსა და კომუნიკაციებზე, აგრეთვე საფოსტო სერვისზე და dicall-ზე (ქოლცენტრი).