2025 წლის ფინანსური შედეგები: Gebrüder Weiss ინარჩუნებს სტაბილურობას და აჩვენებს საერთაშორისო ზრდას

მარტი 10, 2026

წმინდა შემოსავალი – 2.73 მილიარდი ევრო / ბაზრის წილის ზრდა / საერთაშორისო გაფართოება / ქსელში, ავტომატიზაციასა და მდგრადობაში გაზრდილი ინვესტიციები

ლაუტერახი, 9 მარტი, 2026. საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ Gebrüder Weiss 2025 ფინანსური წელი დაასრულა 2.73 მილიარდი ევროს წმინდა შემოსავლით, რაც ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით (2024: 2.71 მილიარდი ევრო). მიუხედავად ევროპაში არსებული ეკონომიკური სირთულეებისა, კომპანიამ გაზარდა ბაზრის წილი და ამავე დროს გააუმჯობესა პროდუქტიულობა.

„2025 წელი ეკონომიკურად რთული იყო, განსაკუთრებით ცენტრალურ ევროპაში – ჩვენს ძირითად ბაზრებზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით ზრდის შენარჩუნება და ინვესტიციების გაგრძელება, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენი ორგანიზაციის ფინანსურ სიმყარეს,“ — აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. „ევროპა კვლავ რჩება ჩვენი საქმიანობის მთავარ საფუძვლად, თუმცა პარალელურად ვავითარებთ ქსელს გლობალურად.”

კომპანიის კაპიტალის წილი კვლავ 60%-ზე მეტი დარჩა, რაც მის ფინანსურ სტაბილურობას უსვამს ხაზს. თანამშრომლების რაოდენობა სტაბილურად შეინარჩუნა დაახლოებით 8,600-ზე.

ევროპაში სახმელეთო ტრანსპორტის სეგმენტში შემოსავალმა მიაღწია 1.55 მილიარდ ევროს (2024: 1.52 მილიარდი ევრო). გერმანიაში შემოსავლების მცირედი შემცირების მიუხედავად, კომპანიამ  გაზარდა ბაზრის წილი. ამასთან აღმოსავლეთ ევროპაშიც პოზიციები გაძლიერდა. ასევე გაიზარდა Home Delivery მომსახურება – გზავნილების რაოდენობა 1.36 მილიონამდე.

საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებში მოცულობა გაიზარდა, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის. საჰაერო გადაზიდვების ზრდა ძირითადად ჩინეთსა და ევროპას შორის ელექტრონული ვაჭრობის ზრდით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, ტარიფების შემცირების გამო, შემოსავალმა 913 მილიონი ევრო შეადგინა (2024: 929 მილიონი).

ლოგისტიკის მიმართულებით შემოსავალი 7%-ით გაიზარდა და 147 მილიონ ევროს მიაღწია. კომპანია აქტიურად იყენებს მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისთვის.

ასევე გაიზარდა DPD Austria-ს მაჩვენებლები — გადაზიდული ამანათების რაოდენობა 64.6 მილიონამდე გაიზარდა (3.6%-ით მეტი).

ჩეხეთის ფილიალმა 2025 წელსაც განაგრძო ზრდა — შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 99 მილიონ ევროს მიაღწია. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო ახალი ლოჯისტიკური ტერმინალის გახსნა, ელექტრო მანქანების დანერგვა და პირდაპირი ხაზის გახსნა ესპანეთსა და პორტუგალიასთან.

 

ინვესტიციები და გაფართოება

2025 წელს კომპანია აგრძელებდა გაფართოების სტრატეგიას. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაიხსნა ახალი წარმომადგენლობები ტაილანდსა და ფილიპინებში. თურქეთში შეძენილი წილი კომპანიაში Sienzi Lojistik გააძლიერა საბაჟო და საწყობის ოპერაციები. ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი ლოკაცია Phoenix, Arizona  ხელს უწყობს ზრდას.

ევროპაში გაფართოვდა არსებული ობიექტები (Zagreb, Aldingen  Wels) ასევე დაიწყო ზალცბურგის ჰაბის გაფართოება. ავსტრიაში, Wolfurt  გაიხსნა თანამედროვე ლოჯისტიკური და IT ცენტრი ავტომატიზებული საწყობით.

სულ ინვესტიციებმა შეადგინა 146 მილიონი ევრო — 16%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ავტომატიზაციასა და გაციფრულებაზე.

 

მდგრადობა

Gebrüder Weiss მდგრადობას საკუთარ სტრატეგიაში აერთიანებს და მონაწილეობს Science Based Targets ინიციატივაში. 2025 წელს კომპანიამ გააფართოვა მზის ენერგიის სისტემები — საერთო სიმძლავრე 19.7 მეგავატამდე გაიზარდა. წარმოებული ელექტროენერგია (15,000 მგვტ/სთ) კომპანიის საჭიროებების თითქმის ნახევარს ფარავს.

ასევე დაემატა 14 ელექტრო სატვირთო მანქანა  და განვითარდა დამტენი ინფრასტრუქტურა. CO₂-ის გამჭვირვალე ანგარიშგება („Book & Claim“ ) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ზუსტად გაზომონ ეკოლოგიური ეფექტი.

 

პერსპექტივა

„გლობალურივაჭრობის არასტაბილურობა 2026 წელსაც გაგრძელდება. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად სწრაფად შეიძლება მიწოდების ჯაჭვების დარღვევა. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საიმედო პარტნიორები,“ — აღნიშნავს ვოლფრამ ზენგერ-ვაისი. „ჩვენ ძლიერი ფინანსური საფუძველი გვაქვს და ვაგრძელებთ სტრატეგიულ ინვესტიციებს ტექნოლოგიასა და ინფრასტრუქტურაში.“

Media

დააწექით კონტაქტს
Merlin Herrmann

Merlin Herrmann

press@gw-world.com

+43.5574.696.2169