სამომხმარებლო საქონელი

ეფექტური ლოგისტიკა ვაჭრობისათვის

სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრიაში მრავალფეროვანი მოთხოვნები აისახება სეზონურ რყევებზე, ასორტიმენტის მრავალფეროვნებაზე, ასევე ფასების და პროდუქციის წარმოების ზეწოლაზე. მრავალწლიანი გამოცდილებისა და ფუნდამენტური ცოდნის საშუალებით ჩვენმა ექსპერტებმა მიაგნეს შესაბამის გამოსავალს შესყიდვბის, დასაწყობებისა და დისტრიბუციის საკითხებში. 

მწარმოებლებსა და მოვაჭრეებს შორის ლოგისტიკური მიწოდების ჯაჭვის აუთსორსინგით შესაძლებელია საქონლის ნაკადის გაუმჯობესება და ამით ხარჯების შემცირება. სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო მიმოსვლის, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვის გონივრული და ინდივიდუალური შერწყმა ჩვენს ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებთან, იძლევა პროექტების ეფექტური შესრულების შესაძლებლობას. 

ჩვენი მომსახურების სპექტრს აგვირგვინებს დამატებითი სერვისი, როგორიცაა უკან დაბრუნებული გზავნილის დამუშავება, ასევე საქონლის ეტიკეტირება. Gebrüder Weiss-ის ტრანსპორტითა და ლოგისტიკური გადაწყვეტილებებით თქვენი პროდუქცია პუნქტუალურად და  რენტაბელურად მიეწოდება გაყიდვების პუნქტებსა და ბოლო მომხმარებელს.