მოდა

ტექსტილის პროფესიონალური ლოგისტიკა, როგორც სტრატეგიული კონკურენციის ფაქტორი

მოდის სამყარო უკვე დიდი ხანია აღარ ბრუნავს მხოლოდ ისეთი დიდი ქალაქების ირგვლივ, როგორიცაა ნიუ-იორკი, პარიზი, და მილანი.  FASHIONET მხარში უდგას ტექსტილის გადამზიდავ სახელოვან კომპანიებს, რომლებიც გაერთიანდნენ ლოგისტიკისა და დისტრიბუციის ფართო ევროპულ ქსელში. მიზანი: შესთავაზონ ჩვენს მომხმარებელს მთელი ევროპის მასშტაბით მათზე მორგებული გადაწყვეტილებები ტექსტილის ბიზნესში და მიაწოდონ უახლესი მოდელები გზების, ლიანდაგების თუ თვითმფრინავის საშუალებით ევროპის ნებისმიერ კუთხეში ისე, როგორც ეს კაბებს ყველაზე მეტად უყვართ – დაკიდული ფორმით.

FASHIONET, როგორც  უამრავი მიმღები და გამშვები პუნქტის მფლობელი,   იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მწარმოებლებს, გადამყიდველებსა თუ შემსყიდველ ასოციაციებს მთელს ევროპაში სთავაზობს ტექსტილის ლოგისტიკის უძლიერეს პაკეტს. ჩვენი პარტნიორების დამატებითი მომსახურების მრავალფეროვნება აგვირგვინებს ჩვენს შეთავაზებას: დროებითი დასაწყობება, ეტიკეტირება, შეკვეთების გადამოწმება, შეფუთვა და თქვენი ტანსაცმლის სარეალიზაციოდ გამზადება.

FASHIONET გთავაზობთ მომსახურების ისეთ ხარისხს, რომელიც სრულიად ახალ მასშტაბებს ადგენს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით FASHIONET-ის ვებგვერდზე.