პროექტები და სპეციალური ტვირთები

ფაბრიკის აღჭურვილობიდან ქარის ტურბინებამდე – არც ერთი სახის ტრანსპორტირება არ არის შეუძლებელი.

Gebrüder Weiss -ის პროექტებისა და სპეციალური ტვირთების განყოფილება განაგებს სპეციალური ტრანსპორტირების სანახაობრივ საქმიანობას. სულ ერთია რამდენად დიდი  მოცულობის ტვირთი უნდა გადავაადგილოთ – ფოლადის უზარმაზარი სამშენებლო ელემენტები, მთლიანი საწარმოს დანადგარები, იახტები, თუ სპეციალური ავტომობილები – ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისათვის.

ჩვენ გადავზიდავთ თქვენს ტვირთებს არა მხოლოდ ზღვის ან შიდა წყლების საშუალებით, სატვირთო თვითმფრინავით, ტრაილერითა თუ რკინიგზით (ან აღნიშნულთაგან ნებისმიერი კომბინაციის მეშვეობით) “ა” პუნქტიდან “ბ” პუნქტამდე, არამედ გთავაზობთ ფართომასშტაბიან მომსახურებასაც, მათ შორის  მოთხოვნილების მიხედვით შესაძლებლობების კვლევას, მარშრუტის შემოწმებას, შეფუთვას და სამონტაჟო სამუშაოებს  საბოლოო სახით ჩაბარებამდე.

ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ კომპეტენტური დახმარება გაგიწიონ თქვენი ტვირთების ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაპზე - დაწყებული დაგეგმვიდან რეალურად შესრულებამდე, რათა თქვენი სპეციფიური მოთხოვნები სათანადოდ იქნას დაკმაყოფილებული და შესაძლო პრობლემები შედეგზე ორიენტირებულად გადაწყდეს.

ჩვენს ძირითად ბაზრებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე აზიაში მიღებული შესაბამის კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია მთელს მსოფლიოში არსებული ჩვენი გლობალური ქსელის მეშვეობით  შემოგთავაზოთ დაგეგმარებისა და სპეციალური ტვირთების სფეროში  გამოცდილი საუკეთესო სპეციალისტები.

დაგვიკავშირდით

Franco Ravazzolo

Franco Ravazzolo

Project Logistics & Break Bulk

+43 1.79799.7760

დაგვიკავშირდით

სარეკომენდაციო პროექტები

მრავალწლიანი გამოცდილებითა და შესაბამისი ნოუ-ჰაუთი, არასტანდარტული, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის დაგეგმარება და რეალიზაცია წარმოადგენს ჩვენი კომპეტენციის ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილს. აქ მიიღებთ ინფორმაციას ჩვენი სპეციალური ტვირთების სარეკომენდაციო პროექტების არჩევანზე – დაწყებული არაგაბარიტული კონტეინერებისა და ტრაილერების ტრანსპორტირებიდან დამთავრებული. ხელოვნურსაფარიანი გემბანით და სხვ.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დააწკაპუნოთ შესაბამის სურათზე: