საზღვაო გადაზიდვები

საიმედო და კომპეტენტური ზღვის სივრცეში.

სულ ერთია, იქნება ეს საკონტეინერო ტვირთი თუ სპეციალური ტრანსპორტი: როგორც საზღვაო გადაზიდვების აპრობირებული სატრანსპორტო მომსახურება, ჩვენ მივიტანთ თქვენს ტვირთებს  მსოფლიოს ყველა თქვენთვის სასურველ პორტამდე სწრაფად და პროფესიონალურად.

მნიშვნელოვან მარშრუტებზე Gebrüder Weiss -ს დაჯავშნილი აქვს ფიქსირებული ადგილები, რაც საშუალებას აძლევს ჰქონდეს საიმედო გარანტი ტვირთების განსათავსებლად. ტვირთების მონიტორინგი ულტრათანამედროვე კომპიუტერული სისტემის საშუალებით და ერთგვაროვანი ხარისხის  სტანდარტით,  ჩვენს მომხმარებელს აძლევს გამჭვირვალობისა და დაგეგმვის საიმედოობის უმაღლესი დონის გარანტიას .

გარდა ამისა, ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა – საბაჟო რეგულაციები ან სატრანსპორტო დაზღვევა – და დაგეხმარებით იმპორტისა და ექსპორტისათვის საჭირო ყველა  დოკუმენტაციის მოპოვებაში. 

ამრიგად, თქვენი ტრანსპორტის  მოგვარების მთელი პროცესი იმართება ერთი ხელიდან -  Gebrüder Weiss-ის საზღვაო ექსპერტების მიერ.

სიამოვნებით გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც დაგებადებათ ტვირთის გაგზავნის ადგილთან დაკავშირებით, ტვირთების შესაძლო სახეობებზე, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე ჩატანის ვადებზე, ან წარმოქმნილ ხარჯებზე.

დაუკავშირდით ჩვენს სპეციალისტებს საზღვაო გადაზიდვების საქმეში!