საჰაერო და საზღვაო ტვირთები

GW Air & Sea: ღია ზღვაში და სულ მაღლა ცაში.

იქნება ეს ლონდონი-ჰითროუ, ნიუ-იორკ- JFK თუ ვენა-შვეხატი, ან ჰონ-კონგის თუ რიო დე ჟანეიროს საზღვაო პორტი,  Gebrüder Weiss-ის საზღვაო და საჰაერო ტვირთების სამსახური გააგზავნის თქვენს საზღვაო ტვირთებს მსოფლიოს ნებისმიერ სასურველ საზღვაო პორტში და მოემსახურება ყოველდღიურად ყველა მნიშვნელოვან ავიატერმინალს.

ჩვენს ძირითად კომპეტენციას წარმოადგენს ასევე განსაკუთრებით ფართო მოცულობის უჩვეულო ტვირთების დაგეგმარება და გადაზიდვა. 

იმპორტი თუ ექსპორტი, სრული თუ ნაწილობრივი ჩარტერი, ან საზღვაო და საჰაერო ტვირთების კომბინაცია, თქვენ მხოლოდ დაგვისახელეთ საიდან და რომელ დანიშნულების ადგილას უნდა მივიდეს თქვენი ტვირთი – ჩვენი ექსპერტები შეგირჩევენ საუკეთესო და თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელ მარშრუტს.