ცალკეული და შერეული ტვირთები

GW pro.line: უნაკლო მომსახურება 10,5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე

GW pro.line ევროპის მასშტაბით წარმოადგენს ერთიან პროდუქტს ცალკეული და შერეული ტვირთებისათვის, რომელშიც ჩვენ ვაერთიანებთ საუკეთესო მომსახურებას. კონკრეტულად ეს ნიშნავს: ტვირთების ყოველდღიურ გაგზავნას დადგენილ ვადებსა და უცვლელი ხარისხის სტანდარტებში. 

ჩვენი მოდულური მომსახურების სპექტრი  მოიცავს ძირითად პროდუქტსა და დამატებით პრემიუმ სერვისს. მათი საშუალებით ჩვენ გარანტიას ვიძლევით, რომ გექნებათ  შესაძლებლობა საკუთარი სურვილის მიხედვით აირჩიოთ დანიშნულ ადგილზე მიწოდების დრო – 16,  12,  10 და 9 საათამდე და ამგვარად ვაღწევთ ჩვენი მომხმარებლის წინაშე აღებული ვალდებულების პასუხისმგებლობით შესრულებისა და დაგეგმვის სიზუსტის უმაღლეს დონეს. 

GW pro.line-ის პროდუქციის მთლიან ხაზს სრულყოფს დამატებითი მომსახურება, როგორიცაა: ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შეტყობინება, თანხის გადახდა მიწოდებისას, სახიფათო ტვირთების გადაზიდვა და საბაჟო მომსახურება. 

ჩვენი ექსპერტები ტრანსპორტის დარგში სიამოვნებით გაგიწევენ დახმარებას. 

GW pro.line – the Movie

GW pro.line – the Movie

პროდუქტები და სერვისები

ფილიალები

ჩვენი გლობალური ქსელის საკონტაქტო მონაცემთა ჩამონათვალი.

მისამართების ძიება