IT-გადაწყვეტილებები

თქვენი კომპანიის ლოგისტიკაზე ზუსტად მორგებული IT-სისტემები.

გონივრულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს შეუძლიათ დააჩქარონ პროცესები შესყიდვებისას, სასაწყობე ლოგისტიკასა და მიწოდებისას, შეამციროს ხარჯები და ამ გზით დიდი როლი ითამაშოს თქვენი კომპანიის წარმატებით განვითარებაში.  

დაკვეთების შესრულების საქმეში ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ჩვენი  IT-ექსპერტები მზად არიან  ნებისმიერი ლოგისტიკური გამოწვევისთვის, ისინი გთავაზობენ თქვენზე მორგებულ IT-გამოსავალს – ხარისხისა და სანდოობის უმაღლესი დონით. 

ჩვენი  IT-კომპეტენცია ერთი შეხედვით:

  • მთლიანი ლოგისტიკური ჯაჭვის მართვა და კონტროლი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით – იქნება ეს შესყიდვები, დასაწყობება, რეალიზაცია, პროდუქციის ლოგისტიკა თუ დისტრიბუცია.
  • მოქნილი რეაგირება ჩვენი მომხმარებლის ინდივიდუალურ პროცესებზე: ჩვენი საინტეგრაციო პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია თქვენი ინფორმაციული ნაკადის ოპტიმალური ჩართვა ჩვენს სისტემურ ქსელში. 
  • დამკვიდრებული სტანდარტებით სარგებლობა პროექტირების მენეჯმენტში, მონაცემთა გაცვლისას, პოპულარიზაციისა და განვითარების პროცესებში, ასევე გამოყენებულ ტექნიკაში.
  • ჩვენი  IT-სისტემების   IT-ინფრასტრუქტურულ ბიბლიოთეკაზე დაყრდნობით მხარდაჭერა და განვითარება: იქნება ეს მონაცემთა გაცვლაში გამოყენებული გავრცელებული სტანდარტები, თუ ინდივიდუალური ინტერფეისები – ჩვენი ექსპერტები მუდამ გვერდში გიდგანან მომხმარებლის პროექტისათვის საჭირო ნოუ-ჰაუთი.
  • კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიური ცენტრი თავისი 240 თანამშრომლით ავსებს მთლიან IT- მომსახურების სპექტრს: დაწყებული 2 მონაცემთა ცენტრიდან, აპლიკაციების მხარდაჭერით, დამთავრებული კონსალტინგისა და პროექტის მენეჯმენტით.