შესყიდვების ლოგისტიკა

შესყიდვები მკაცრი კონტროლის ქვეშ

არის შესაძლებელი პირდაპირი მიმოსვლა ან კომპანიათა შორის სისტემური ტრანპორტირება? შესაძლებელია ზუსტ ვადაში მიწოდებამ აამაღლოს თქვენი პროდუქტიულობა? და თუ შესაძლებელია, როგორ? არის თქვენთვის დამატებითი სერვისის, როგორიცაა წინასწარი აწყობა ან ტვირთის დაცლის მენეჯმენტის აუთსორსინგი მომგებიანი? 

ჩვენ ვსვამთ სწორ კითხვებს შესყიდვების ლოგისტიკის სფეროში. ჩვენი ექსპერტები გეგმავენ და შეიმუშავებენ საქონლისა და საინფორმაციო ნაკადის მართვის ისეთ მექანიზმებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს, გააცნობიეროს ოპტიმიზაციის პოტენციალი და გაზარდოს ეფექტურობა. ამასთან გზავნილზე თვალის მიდევნების სისტემა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ მაქსიმალურ გამჭვირვალობას. ჩვენ მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მართოთ თქვენი შესყიდვები ყველაზე მომგებიანად. 

Shortsea & Multimodal Logistics