მდგრადობა

ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური

სტაბილური საქმიანობა ჩვენი დაპირებული ხარისხის ნაწილია. ამ შემთხვევაში უკვე დიდი ხანია საქმე  აღარ ეხება მარტო გზებზე ტრანსპორტის რეგულირებას. გონივრული ლოგისტიკა იწყება მთლიანად  შესყიდვებისა და ჩვენი მომხმარებლის დისტრიბუციული პროცესების ანალიზით. ამ შემთხვევაში იწყება არსებული მიწოდების ჯაჭვების ხელახალი გადახედვა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ამორჩევა. თუ განსხვავებული ლოგისტიკური ჯაჭვები ოპტიმალურადაა ერთმანეთზე მიბმული, მაშინ საქმე საათივითაა აწყობილი, ოპტიმალურად იქნება სინერგიები გამოყენებული და აქედან გამომდინარე, ხარჯებიცა და  CO2-ის გამონაბოლქვიც შემცირდება. 

Gebrüder Weiss-ი თავის ბიზნეს-კულტურას 70-იანი წლებიდან იცავს და ამას აკეთებს ყოველგვარი სამართლებრივი ვალდებულების გარეშე. ყველა ფილიალის მისადგომთან გაკეთდა სარკინიგზო ჩიხები და ჩაიდო ინვესტიციები ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, როგორიცაა გეოთერმული გათბობის სისტემა.

ეკონომიკა
სოლიდური ფინანსური ბაზისის წყალობით, Gebrüder Weiss-ი მომზადებულია დამოუკიდებლად და სტრატეგიულად გრძელვადიანი წარმატებისთვის. ამას აქვს კვარტალური მოგების მაქსიმალიზაციასთან აშკარა უპირატესობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ პროაქტიურობას, გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზაციის უნარს, რადგან ეს ფაქტორები, ჩვენს ინოვაციურ შესაძლებლობებთან ერთად პირველი პირობაა იმისათვის, რომ მომავალშიც შევძლოთ განვითარება და დავრჩეთ კონკურენტუნარიანი. 

ეკოლოგია
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ აგრეთვე გარემოს დაცვაზე. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რესურსების დაზოგვაზე გათვლილი გადაწყვეტილებები, ალტერნატიული კონცეფციების შემუშავება და ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე და მომავალი თაობების საჭიროებებს. როგორც ოპერატიულ საქმიანობაში, ისე სტრატეგიული ორიენტაციის თვალსაზრისით დაჩქარდება ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გააზრებული ურთიერთქმედება. ამასთან, ჩვენ წამყვან როლს ვიკავებთ სატრანსპორტო საშუალებების, ენერგიისა და ტექნოლოგიების სფეროებში.

ხელმისაწვდომი რესურსებისადმი გონივრული მიდგომა ჩვენი გარემოსდაცვითი ღონისიებების მნიშვნელოვანი ასპექტია. უმაღლესი პრიორიტეტი ენიჭება საწვავის ეკონომიური ხარჯვის გაუმჯობესებასა და სასათბურე გაზის ემისიის შემცირებას. ქსელის მუდმივი ოპტიმიზაცია, ისევე, როგორც  ინოვაციური სატრანსპორტო გადაწყვეტილებების განხორციელება, არის და დარჩება მნიშვნელოვან კომპონენტებად. უკვე განხორციელებული ღონისძიებებით და მუდმივი გაუმჯობესებებით მივაღწიეთ ეფექტურობის გაზრდას და კურსი ავიღეთ  რესურსების ეკონომიურად გამოყენების მომავლისაკენ. 

სოციალური
Gebrüder Weiss -ში სოციალური სტაბილურობა ნიშნავს აქტიურ პასუხისმგებლობას. ჩვენთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) ნიშნავს, სოციალური გარემოს, რომელშიც ჩვენ ვმოძრაობთ, დადებითად განვითარებისათვის თანაპასუხისმგებლობას. პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს თანამშრომლებს ენიჭებათ – მათი უსაფრთხოება და მოთხოვნების დაკმაყოფილება ჩვენთვის უმთავრესია. გარდა ამისა ჩვენს კულტურაში მყარადაა ფესვგადგმული საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობა. ამის მაგალითია ჩვენი პარტნიორობა ჰუმანიტარულ ორგანიზაცია NÖVSV-თან და WU-Wien-თან.