ღირებულებები

რისკენ მივისწრაფით, როგორ ვფიქრობთ და ვმოქმედებთ.

Gebrüder Weiss-ი ხასიათდება ძლიერი კორპორატიული კულტურით. ოთხი ძირითადი ჩამოყალიბებული ღირებულება ადგენს სვეტებს, რომლებზეც დაყრდნობილია GW-ს კომპანიის სტრუქტურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს კომპანიის შიგნით და ამავდროულად ყოველდღიური საქმიანობის მოდელს წარმოადგენს, ესენია: დამოუკიდებლობა, მდგრადობა, ერთგულება და სანიმუშო მომსახურება.  

ნარინჯისფერი გზა დამოუკიდებლობისაკენ 
ჩვენ, როგორც ხანგრძლივი ისტორიის მქონე დამოუკიდებელი ოჯახური კომპანია, ვდგავართ საკმაოდ მყარ საძირკველზე და ვვითარდებით თანმიმდევრულად. ჩვენი დამოუკიდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, თავად განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების მიმართულება და ტემპი. ჩვენს ქსელს ამდიდრებს ხანგრძლივი პარტნიორობები. ჩვენი ყურადღების ცენტრშია ჩვენი კლიენტების აქტუალური და სამომავლო მოთხოვნები, რომლებიც სრულიად ენდობიან GW -ს წარმატების უნარს.  

ნარინჯისფერი გზა მდგრადობისაკენ
ჩვენ გვესაჭიროება და მივისწრაფით სტაბილური წარმატებისაკენ, რათა ინვესტიციებისა და ინოვაციების საშუალებით უცვლელად შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა. ამავდროულად ჩვენ ვაცნობიერებთ უდიდეს პასუხისმგებლობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში და მიზნად ვისახავთ  შევიმუშაოთ და გამოვიყენოთ ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი გარემოსდაცვითი და სტაბილური სისტემები.
 
ნარინჯისფერი გზა პასუხისმგებლობისაკენ
ჩვენი კომპანიის განუმეორებელი პროფილი იგრძნობა, როგორც შიგნით ისე გარეთ. ჩვენი მაღალპროფესიონალური  მიდგომა მომხმარებლისა და თანამშრომლებისადმი, გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, ვალდებულებებით და პატივისცემით. განსაკუთრებული იდენტიფიცირება ლოიალურობის, სწავლისათვის მზაობის და ნდობის საშუალებით, ეს არის ჩვენი უმაღლესი წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი. 

ნარინჯისფერი გზა უმაღლესი ხარისხით მომსახურებისაკენ
ჩვენი მიზანია, მომხმარებლზე მოვახდინოთ კარგი შთაბეჭდილება. ამიტომ ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ბაზისი არის გამორჩეული მომსახურების ხარისხი. საზღვრებს იქით უნაკლო ორგანიზაციის საშუალებით ჩვენ შევქმენით საუკეთესო პირობები. ჩვენი თანამშრომლები თქვენ დაგარწმუნებთ თავიანთი კვალიფიკაციითა და გადაწყვეტილებების ორიენტაციის უნარით.  ჩვენ ყველგან და ყოველთვის  მივისწრაფით გაუმჯობესებისაკენ და აქტიურად ვგეგმავთ მომავალს.

GW-ს ღირებულებების PDF ფორმატში ჩამოტვირთვა