კომპანია

Brief portrait of Gebrüder Weiss

8.600 თანამშრომლით, ფირმის საკუთრებაში არსებული 180 ტერიტორიული ერთეულით და 2,47 მილიარდი ევროს წლიური ბრუნვით (2023) Gebrüder Weiss-ი ევროპის მასშტაბით ლოგისტიკისა და ტრანსპორტის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად სახელდება. 


ძირითადი საქმიანობის სფეროს გარდა, რაც მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტირებას, საჰაერო და საზღვაო ტვირთებს, ასევე ლოგისტიკასა და მთელ რიგ მძლავრ სპეციალურ გადაწყვეტილებებს, ლაუტერახში (ფორარლბერგი, ავსტრია) მდებარე სააქციო საზოგადოება Gebrüder Weiss Holding-ის ქოლგის ქვეშ ერთიანდება შვილობილი კომპანიები – მათ შორის x|vise-ს ლოგისტიკური კონსულტაციები, tectraxx (მაღალტექნოლოგიური კომპანიის სპეციალისტი), inet-logistics (ტრანსპორტის მენეჯმენტის პროგრამული უზრუნველყოფა TMS), dicall (სატელეფონო მომსახურება, კონსალტინგი, ტელემარკეტინგი), Railcargo (სარკინიგზო ტრანსპორტი) და Gebrüder Weiss -ის საამანათო მომსახურება ავსტრიული DPD-ს თანაპარტნიორი. ეს გაერთიანება საშუალებას გვაძლევს სწრაფად და მოქნილად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნილებები.

უამრავი რაოდენობის ეკონომიური, ეკოლოგიური და სოციალური პროექტებით, ოჯახური კომპანია, თავისი 500 წლიანი ისტორიით, დღესაც ითვლება მდგრადი ეკონომიკის ლიდერად.

GW-ში ჩვენი მოთხოვნები მაღალია.

ჩვენი ბრენდები და შვილობილი კომპანიები ჩვენი წარმატების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მათი საშუალებით ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ ჩვენს კომპეტენციას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში და კონკრეტული სფეროსადმი მაღალი ნოუ-ჰაუთი და ერთიანი ძალებით უკეთესად ვახერხებთ ჩვენი მომხმარებლის მრავალფეროვანი მოთხოვნების უკეთესად შესრულებას – სწრაფად, ეფექტურად და მოქნილად.

GW-ში ჩვენი მოთხოვნები მაღალია.

იქნება ეს პროდუქტის მომსახურების სფერო და მომხმარებელთა სერვისი, ჩვენი თანამშრომლების მწარმოებლურობა და დაწინაურება, თუ გარემოს მიმართ დამოკიდებულება, ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ მაღალ ხარისხსა და გამორჩეულობაზე. ამდენად, განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი მიღწევები გასული წლებიდან დღემდე უამრავი ჯილდოს მინიჭებით იქნა აღიარებული.

მომსახურება/კომპანია

  • ჰავლეტ პაკარდის”Regional Logistics Supplier of the Year” (2012 წ.)
  • Dun & Bradstreet (2010წ.)-ის საკრედიტო სანდოობის საუკეთესო ნიშანი.
  • ფორარლბერგის მხარეში საუკეთესო ოჯახური კომპანია (2008 წ.)
  • ავსტრიის სახელმწიფო პრემია  OCC-თვის (2008 წ.)
  • German Prize for Online Communications (Logistics Expert, Game App)
  • German Design Award 2016 (ATLAS customer magazine)
  • AREX 2015 (GW Supervisory Board)

კადრების განვითარება

  • "Best Practice in Human Resource Management" (კადრების მართვის საუკეთესო პრაქტიკა) შვეიცარიაში (2013 წ.) 
  • “სასწავლო კომპანია 2013 – აქ ა კლასის ცოდნა მიიღო პრაქტიკანტმა”  IHK  შვაბია, გერმანია (2013 წ.)
  • "Great Place to Work” ავსტრია (2012/2015 წ.)
  • "Great Place to Work” ავსტრია: საუკეთესო დამსაქმებელი პრაქტიკანტებისათვის(2012/2015 წ.)
  • "Career’s Best Recruiters" – ვერცხლის მედალი (2012 წ.) 
  • შვეიცარელ დამსაქმებელთა ჯილდო (2011 წ.)
  • ჯილდო “Fit for Future” - საუკეთესო სასწავლო საწარმოები (2011 წ.) 
  • ფედერაციული გერბი “Staatlich Ausgezeichneter Ausbildungsbetrieb" (სახელმწიფოს მიერ აღიარებული სასწავლო საწარმო) (2010 წ.)

მდგრადობა

  • გარემოს დაცვაზე ზრუნვის ჯილდო (2013 წ.) 
  • Corona CSR-ის პრემია (2011 წ.)
  • GRI- ხარისხის ნიშანი ლოგისტიკური კომპანიისათვის, რომელმაც ავსტრიაში პირველმა გამოაქვეყნა მდგრადი განვითარების ანგარიში (2010 წ.)
  • ფორარლბერგის გარემოს დაცვის პრემია (2008 წ.)
  • Trigos-ის პრემია (2008 წ.)
  • გარემოს დაცვის ჯილდო აქცია "klima:aktiv"-ის ფარგლებში. (2007 წ.)
  • Brand Leader Award (GW Serbia)

მსოფლიო მასშტაბის ოჯახური კომპანია.

Gebrüder Weiss-ს ნახევარ ათასწლეულზე ხანგრძლივი ისტორია აქვს. მემკვიდრეობა, რომელიც ამავდროულად ვალდებულებას გვანიჭებს ვიყოთ: შორსმჭვრეტელნი, მუდამ ფხიზლად და გვქონდეს უნარი განვვითარდეთ მსოფლიოს ბაზართან ერთად. დაწყებული ჩვენი შიდა ბაზრებიდან, ალპებიდან დუნაიმდე, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში, დღეისათვის ჩვენ გადავზიდავთ ყველა სახის ტვირთებს სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტის მეშვეობით კონტინენტიდან კონტინენტამდე.  

რისკენ მივისწრაფით, როგორ ვფიქრობთ და ვმოქმედებთ.

Gebrüder Weiss-ი ხასიათდება ძლიერი კორპორატიული კულტურით. ოთხი ძირითადი ჩამოყალიბებული ღირებულება ადგენს სვეტებს, რომლებზეც დაყრდნობილია GW-ს კომპანიის სტრუქტურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს კომპანიის შიგნით და ამავდროულად ყოველდღიური საქმიანობის მოდელს წარმოადგენს, ესენია: დამოუკიდებლობა, მდგრადობა, ერთგულება და სანიმუშო მომსახურება.

წაიკითხეთ მეტი

Corporate Video ‚GWmoves‘

By people for people

Corporate Video ‚GWmoves‘

... who have been passionate about mobility for more than 500 years, and whose focus has always been on the future.
See how we bring the world closer together – every single day.